ახალი მინერალური წყალი

იაკობ ჯანგავაძე, IBSU, Marketing,
ქოუჩი ფულბრაიტელი პროფესორი კახაბერ ჯაყელი

 

ქართული მინერალური წყლის ბაზარი, უმეტეს შემთხვევაში ერთგვაროვანია. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მინერალური წყლების შიგთავსი და გარეგანი იერსახე ერთმანეთის იდენტურია. არც ფერი და არც გემო ძირეულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად განვითარება უნდა დაიწყოს არა თავად მინერალის, არამედ შეფუთვის ცვლილებით.

 

“მეტი ნაკლებით”

ახალი პროდუქტი ბაზარზე

 

„მინეკო“ – „იყავი ჯანმრთელი, ჯანსაღ გარემოში“

კომპანიის შესახებ:

კომპანია „მინეკო“ (რომელიც თავისმხივ გულისხმობს, მინერალების ეკოლოგიურად სუფთად მოპოვებას და დამუშავებას) გთავაზობთ, უახლეს, ინოვაციურ შეფუთვას. ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვა, ყოველგვარი პლასმასისა და სხვა ძნელად დეგრადირებადი პროდუქტის გამოყენების გარეშე, რაც ნიშნავს ნაკლებად დაბინძურებულ ბუნებას, მეტად დაცულ გარემო და უკეთეს ხვალინდელ დღეს.

ბაზრის სეგმენტაცია:

კვლევები ადასტურებს, რომ მინელური წლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოიხმარს 40 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეები.

„მინეკო“ ორიენტირებული არ არის მხოლოდ ამ სეგმენტზე.

კომპანიის ძირითადი ამოცანა იქნება, სოციალური გვერდებისა და სხვადასხვა ახალგაზრდულ ცენტრებში რეკლამირების მეშვეობით, მიიქციოს ახალგაზრდა მომხმარებლების ყურადღება და ვინაიდან, ეკოლოგიაზე ზრუნვა დღევანდელი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ შევეცდებით დავანახოთ მათ, რა უპირატესობა აქვს „მინეკოს“ ამ მიმართულებით. სწორად მიწოდებული ინფორმაცია უდრის ძალაუფლებას.

ჩვენ ვიმუშავებთ არა არსებული სეგმენტის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, არამედ არსებულის გაფართოებაზე.

 

პროდუქტის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორები:

  1. ეს არის ფასი – პროდუქციის ღირებულება იქნება 1,10 ლ, რაც მინერალური წყლების ნაწილთან მიმართებაში დაბალი ფასია, ხოლო მეორე შემთხვევაში იქნება მაღალი ხარისხის პროდუქტი, მისაღებ ფასად.
  2. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი:

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: როგორ მოხდება ამ ინოვაციური ტექნიკის დანერგვა ?

პასუხი მარტივია: „მინეკო“ ორიენტირებული იქნება მომხმარებლებისთვის უკეთესი/დაცული ყოველდღიურობის შექმნაზე.

ბოთლის შიგნით გამოყენებული იქნება მცენარეული საფარი, რომელიც შეუნარჩუნებს ბოთლს სიმყარეს და შესაძლებელი გახდება დამუშავებული მინერალის შიგნით მოთავსება.

„მინეკო“ არ გთავაზობთ მხოლოდ სამკურნალო მინერალებს, ის გაძლევთ შესაძლებლობას ერთდროულად მიიღოთ სარგებელი მინერალური წყლისგან და ამავდროულად, იცხოვროთ ჯანსაღ გარემოში.

„მინეკო“ არის ერთადერთი კომპანია ბაზარზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ „მადლობა გადაუხადოთ ბუნებას“.