ასკანელი – საქართველოს ისტორიის ფესვებზე აღმოცენებული ნამდვილი გემო

საქართველო ღვინის აკვანია, რთველი კი – მოსავლის აღების უძველესი ქართული ტრადიციაა. ალბათ ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ ქართული ღვინის ხასიათი, გემო და არომატი ქართული ბუნებასავით მრავალფეროვანია. თითოეული ჩვენგანი სწორედ ამ ისტორიის ნაწილს აგრძელებს და მუდამ თან დაატარებს.

ბრენდი, რომლის ისტორიაც 1880 წელს, ჩხაიძეების ლეგენდარული ქვევრითა და მასში დადუღებული ჩხავერის საუცხოო მარცვლებით დაიწყო ასკანელია. ანთიმოზ ჩხაიძემ პირველი მოსავალი ღვინოდ აქცია და ასკანელის ორსაუკუნოვან ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. მას მერე ბევრმა რთველმა ჩაიარა, ანთიმოზის დაწყებული საქმე კი დღემდე გრძელდება. კომპანიის თითოეული ღვინო გაბედული, შემოქმედებითი შესრულებით იქმნება.

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივი ბრენდის სახელია, არც ასკანელი ჩამოუვარდება ამ ტენდენციას, რომლის სხელიც ქართული ისტორიის ფესვებზე აღმოცენდა. „ლეგენდის თანახმად, სოფელ ასკანაში დგას უძველესი ციხესიმაგრე, რომელსაც დიდი ასაკისა და გამორჩეული გამძლეობის გამო“ ასკანიანი ციხე” ეწოდა. ასკანელის სახელის საფუძვლებიც ქართველის მებრძოლი ხასიათის მითოსსა და ისტორიაში მოიპოვება. ანთიმოზ ჩხაიძე ის ადამიანია, ვის სახელსაც ასკანელის მეღვინეობის ტრადიციისთვის საფუძვლის ჩაყრა უკავშირდება“.

მეტად საინტერსოა ასკანელის ლოგო, როგორც ბრენდის განმსაზღვრელი მთავარი კრიტერიუმი. არსებული ლოგოტიპის, როგორც მრავლისმნახველი ისტორიისა და ტრადიციების მატარებელი სიმბოლოს შინაარსი, პრაქტიკულად შენარჩუნდა – გასაღებზე მჯდარი ფრინველი ჰეროიკული მემკვიდრეობის მცველის, ხოლო თავად გასაღები ვიტიკულტურული საიდუმლოების ერთგვარ განსახიერებებს წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ რებრენდინგის ფარგლებში, „ასკანელის“ ეტიკეტების ცვლილება განხორციელდა როგორც ქართული, ისე საექსპორტო ბაზრებისთვის. მის ახლებურ ვერსიაში საკმაო დოზით შევიდა თანამედროვეობის ტონები, ვიზუალური ელემენტები კი გახდა უფრო ამბიციური.

2014 წლიდან კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია განახლებული და დახვეწილი ლოგოთი. ახალი ლოგო თავისი გამარტივებული ხასიათით, თანამედროვებას უსვამს ხაზს, თუმცა ამავდროულად, ახალი დეტალის – „1880“ დამატებით, კომპანიის „ასკანელი ძმები“ ისტორიას შეგვახსენებს.

ბრენდის დიზაინი მომხმარებელში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, სწორედ ამიტომ კომპანიამ „ასკანელი ძმები“ მომხმარებელს ღვინისა და ტრადიციული ბრენდის ახალი ეტიკეტებიც შესთავაზა. ეტიკეტის ფერთა შეზღუდული პალიტრითა და პოლიგრაფიის თანამედროვე ეფექტებით, ასკანელები ხაზს უსვამენ ღვინის ტრადიციულობასა და უნიკალურობას.

საზოგადოებას განსაკუთრებით ხიბლავს დიზაინი, რომელიც კონკრეტულ პროდუქციას გააჩნია, თითქოს ერთგვარი ჯაჭვი იქმნება, რომელიც ამ უნიკალურ სითხეს და ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ ტენდენციას ფეხი აუწყო ასკანელმაც და თავისი ბრენდის გამორჩეული არქეტიპი ჩამოაყალიბა.

ბრენდის დიზაინი მართლაც უნიკალურია, თითქოს ერთმანეთს ერწყმის ფერთა გამა და გემოთა სიმფონია. ბოთლზე სამი ძირითადი ფერი დომინირებს.

ოქროსფერი – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფერია, რადგან შეუძლებელია ის ყურადღების მიღმა დარჩეს ვინმეს. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს ფერი ექსტრავაგანტულობის, ტრიუმფალურობის და წარმატების განსახიერებაა.

თეთრი – სისუფთავეს, სიწმინდეს და სიმსუბუქეს განასახიერებს, რაც ღვინის გემოვნურ თვისებებთან და მისი დამზადების ტექნოლოგიებთან ავლებს პარალელს.

წითელი – სიძლიერეს და გამბედაობას გამოხატავს, რაც ბრენდის არქეტიპს კიდევ უფრო აძლიერებს.

ამრიგად, ასკანელის ბრენდი გამოირჩევა ინტენსიური ფერებით, სასიამოვნო და მსუბუქი არომატით, ერთიანი, სრული ბუკეტით, რომელიც სხვადასხვა ტონებით არის გაჯერებული. აქვს გამორჩეული და ხანგრძლივად გამყოლი გემო.

ასკანელის ბრენდის ფორმაც განსაკუთრებულია, ვინაიდან მისი ვიზუალი დაკავშირებულია უძველესი ბოთლის წარმოების ისტორიასთან, რომელიც ასოცირდება წაგრძელებულყელიან თიხის მოგრძო ჭურჭელთან. ბოთლი ძალიან კომფორტული და მარტივად გამოსაყენებელია, რაც მომხმარებელის კმაყოფილებას იწვევს. საბოლოოდ, ბოთლის დიზაინმა ასკანელს არაერთი დაჯილდოვება მოუტანა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე.

ასკანელის პროდუქცია გამორჩეულია. დღეს კომპანია 60 სახეობაზე მეტი დასახელების ღვინოს აწარმოებს, ასევე ასხამს ბრენდის, შუშხუნა ღვინოსა და ჭაჭას. აქვს ქარხნები სამ რეგიონში – კახეთში, გურიასა და თბილისში. ასკანელების ერთ-ერთი უნიკალური სახეობა არის „რქაწითელი ქვევრი“. ეს ღვინო წინაპრების ქართული ტრადიციული წესით, ქვევრებშია დაყენებული ჭაჭაზე – 6 თვის განმავლობაში. ამ მეთოდს ქართველები იყენებდნენ 8000 წლის განმავლობაში.“ასკანელი ძმები”-ს პროდუქციას განუმეორებელ გემოსა და არომატს ანიჭებს ძველი რეცეპტების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალი პროფესიონალიზმის სინთეზი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა ღვინო ჯიშის, ხარისხისა და წარმოშობის რეგიონის მიხედვით შერჩეული ყურძნისგან მზადდება. წარმოებული პროდუქცია მრავალ ქვეყანას მიეწოდება, მათ შორისაა: ბელორუსია, გერმანია, ყაზახეთი, ჩინეთი, ლატვია, პოლონეთი, აშშ, უკრაინა, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ინდოეთი, რუსეთ, ფინეთი და სხვ. ასკანელი ბრენდი მზადდება ძველი საბრენდე სპირტებისგან, რომლებიც საქართველოს მეღვინეობით განთქმული რეგიონებიდან მიიღება და ათეულობით წლების განმავლობაში მუხის კასრებში ინახება. სათანადოდ შერჩეულ ჭურჭელში დავარგებული ღვინო კი უნიკალურ არომატს და ხასიათს იძენს.

ამგვარად, ასკანელის მომზადების ტრადიცია, გემო და ვიზუალი მთლიანობაში ქმნის ისტორიულ შთაბდეჭდილებებს, რომელიც მუდმივად გაგვყვება. მათი ჰეშთეგი #ისტორიაგრძელდება – პირდაპირ ეხმიანება არა მარტო მათი დამზადების ტრდიციას არამედ გემოს, რომელიც შთამბეჭდავი და დაუვიწყარია, ეს კი განსაკუთრებულ ემოციებს ბადებს თითოეულ ჩვენგანში.

ეკატერინე კოჭლამაზაშვილი და მარიამ ქადაგიძე, IBSU