“ნიკორას” მარკეტინგული გარემო

იაკობ ჯანგავაძე, IBSU, მარკეტინგის  საბაკალავრო პროგრამა

 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ნომინაციაში – სუპერმარკეტების ყველაზე ფართო ქსელი, ეფექტური მარკეტინგი, მუდმივი პროგრესი, ხარისხის ნიშანი- “ნიკორას” სუპერმარკეტების ქსელი ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

სპეციალური პრიზი და სიგელი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, დავით ურუშაძეს მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსისა” და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია “გორბის” ორგანიზებით გამართულ წარმატებული ბიზნესკომპანიების რიგით XVII დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა.

მარკეტინგული საშუალებები:

„ნიკორა“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს დაანახოს საკუთარი ტენდენციურობა, სატელევიზიო რეკლამების საშუალებით, რაც თავის მხრივ გამოიხატება იმაში, რომ კომპანია გამორჩეულად სოლიდურ თანხებს ხარჯავს მარკეტინგში.

ისინი არა მხოლოდ ტრადიციულ, არამედ ციფრულ მარკეტინგსაც იყენებ.

ორი მიმართულებით ცდილობენ მომხმარებლის მოზიდვას, რისი ძირითადი შედეგი არის ის, რომ „ნიკორას“ პროდუქციას საზოგადოების ყველა სეგმენტი მოიხმარს.

პირველ შემთხვევაში ისინი იყენებენ სარეკლამო ბანარებს, გზატკეცილებზე, სხვადასხვა დაწესებულებების შენობებზე და ა.შ.

კომპანია „ნიკორა“ ასევე იყენებს სოციალურ ქსელებს, მათი პროდუქციის რეკლამირებისათვის, მათ შორისაა: Facebook სადაც ჰყავს 126 000-ზე მეტი გამომწერი და სადაც თითქმის ყოველ ორ საათში ხდება ინფორმაციის განახლება:

ასევე იყნებს Instagram -ს, სადაც ჰყავს 4 000 ათასზე მეტი გამომწერი და აქაც აქტიურად ხდება მომხმარებლებისთვის სიახლეების მიწოდება, რომელიც ეხება უმეტესად ახალ პროდუქციას ან ფასდაკლებებს:

„ნიკორა“ ასევე იყენებს ცნობილ ადამიანებს სხვადასხვა რეკლამებში, ერთ-ერთი ბოლო იყო დუტა სხირტლაძე სატელევიზიო რეკლამაში:

ძირითადი სლოგანი, რომელსაც კომპანია იყენებს არის:
„თქვენი გემრიელი არჩევანი“

ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე საიტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი კომპანიის შიდა გარემო, პროდუქცია, მომსახურება, ვაკანსიები, ფინანსური შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომელიც შეიძლება დააინტერესოს მყიდველს.

ვებ-გვერდზე შევხვდებით საქართველოს რუკას,  სადაც მოცემულია მაღაზიების რაოდენობა და მათი ადგილმდებარეობა.