მარკეტინგი და გაყიდვების მენეჯმენტი დღეს ნამდვილად უკვე წარმოადგენს პროფესიებს, რომლებიც მოითხოვენ კონკრეტულ განათლებას, უნარ-ჩვევებს, გამოცდილებას - მოკლედ, პროფესიულ კომპეტენციებს.

 "... უკვე 5 წელია, ჩვენ წარმატებით ვამზადებთ მარკეტოლოგებს საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდისთვის ..."

იმისათვის, რომ კარგი მარკეტოლოგი ან გაყიდვების მენეჯერი შეარჩიოთ, არ არის საკმარისი პიროვნული თვისებების გამოსავლენი ფსიქოლოგიური ტესტი, არც გასაუბრება და არც სამუშაო გამოცდილების თუნდაც ვრცელი ჩამონათვალი.

პროფესიული კომპეტენციების დადგენას სპეციალისტი სჭირდება. თქვენ ხომ ეთანხმებით იმას, რომ, მაგალითად, IT მენეჯერს რეკრუტერზე ბევრად უფრო კომპეტენტურად შეაფასებს სხვა პროფესიონალი IT მენეჯერი? არც მარკეტინგის და გაყიდვების სფეროშია განსხვავებული სიტუაცია.

 "... კომპეტენციების შეფასება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით..."

Marketing House Georgia გთავაზობთ პროფესიულ მხარდაჭერას მარკეტინგის და გაყიდვების სფეროში სპეციალისტების შერჩევასა და შეფასებაში...

ჩვენ ვიყენებთ პროფესიული კომპეტენციების დასადგენ ევროპულ შეფასების სისტემას, იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ კანდიდატის პროფესიული შესაძლებლობები, პროფილი და განვითარების შესაძლო მიმართულებები.

ეძებთ პროფესიონალს, რომელიც რეალურ შედეგებს მოუტანს თქვენს კომპანიას? დაგვიკავშირდით და მიიღეთ მომსახურების სრული ციკლი! 

"... მარკეტინგი და გაყიდვების მენეჯმენტი ჩვენი სპეციალიზაციაა ..."

 

 

ჩვენი უპირატესობები:

- კანდიდატების შეფასების ევრო-პული სისტემა

- მაღალკვალიფიური რეკრუტერები

- საუკეთესო მონაცემთა ბაზა

- მომსახურების სრული ციკლი (ვაკანსიის სარეკლამო ტექსტის შექმნიდან საბოლოო კანდიდატების წარდგენამდე)

- დროში ეფექტურობა

- ხარისხისა და ფასის საუკეთესო თანაფარდობა

- ოპტიმალური საგარანტიო ვადა

 

რეკრუტინგის სამსახური: ტელ: 577400720

ელ-ფოსტა: recruiting@marketinghouse.ge