Marketing House Georgia* დაარსდა 2008 წელს. კომპანიის მისიაა შექმნას და განავითაროს საუკეთესო პროფესიული რესურსები მარკეტინგის, გაყიდვების მენეჯმენტის და კომუნიკაციების სფეროში.
2008 წლიდან საქართველოში შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტისა და ევროპის მარკეტინგის კონფედერაციის NIMA/EMC ერთობლივი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება, დაინერგა გამოცდებისთვის მომზადების პროგრამები. დღეისთვის 90-ზე მეტმა ადგილობრივმა სპეციალისტმა უკვე მიიღო NIMA/EMC კვალიფიკაცია მარკეტინგში და გახდა საერთაშორისო სტანდარტის მარკეტოლოგი.
Marketing House Georgia ნერგავს საქართველოში Life Long Learning კონცეფციას, რითაც ხელს უწყობს ქართველი მენეჯერებს უწყვეტ და მუდმივ პროფესიულ განვითარებაში. დღეისთვის 800-ზე მეტმა ქართველმა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა Marketing House Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ევროპელი ექსპერტების მასტერ-კლასებში და ადგილობრივი ტრენერების სასწავლო პროგრამებში.
მარკეტინგის ფუნქციის მნისნელოვნობის გათვითცნობიერებასა და მაღალკვალიფიციურ და ბიზნეს-შედეგებზე ორიენტირებულ მარკეტოლოგებზე საჭიროების ზრდასთან ერთად Marketing House Georgia-ს შესთავაზა ბიზნეს-მომხმარებელს ახალი მომსახურება მარკეტინგ-რეკრუტინგი.
* ყოფილი FORBI
2011 წლის ნოემბერში Marketing House Georgia-ს დამფუძნებლები შეხვდნენ მარკეტინგის "ფუძემდებელს", ლეგენდარულ ფილიპ კოტლერს და გააცნეს საქართველოში მარკეტინგის როგორც პროფესიის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.