NIMA / EMC კვალიფიკაცია მარკეტინგში

NIMA/EMC კვალიფიკაცია (Marketing Practitioner და Marketing Manager) ადასტურებს მისი მფლობელის ცოდნას და გამოცდილებას მარკეტინგის სფეროში, ზრდის მის მუშაობის ეფექტურობას და კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

NIMA/EMC კვალიფიკაციის მიღებისას მოქმედებს იგივე პრინციპი, რაც სხვა პროფესიული კვალიფიკაციების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, CFA (Chartered Financial Analyst) ფინანსებში, PMI Certification (Project Management Institute) პროექტების მენეჯმენტში, SPHR (Senior Professional in Human Resources) ადამიანური რესურსების მენეჯმენტში.

NIMA/EMC კვალიფიკაცია არ მოითხოვს რესერტიფიკაციას (ხელახალ დადასტურებას გამოცდების პერიოდული გადაბარებით), თუმცა კვალიფიკაციის მფლობელები მოიაზრებიან Life Long Learning კონცეფციის მიმდევრებად.

 კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები

კვალიფიკაციის მფლობელის სტატუსს ადასტურებს შემდეგი საბუთები:

1. ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტის დიპლომი NIMA Marketing A (გაცემის ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები)

2. EMC -ის საკვალიფიკაციო მოწმობა მითითებული კვალიფიკაციით Marketing Practitioner EQF level 4 (გაცემის ადგილი: ბრიუსელი, ბელგია)

ან

1. ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტის დიპლომი NIMA Marketing B  (გაცემის ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები)

2. EMC -ის საკვალიფიკაციო მოწმობა მითითებული კვალიფიკაციით Marketing Manager EQF level 6 (გაცემის ადგილი: ბრიუსელი, ბელგია)

გარდა ამისა, კვალიფიკაციის თითოეული მფლობელის მონაცემები განთავსებულია ევროპის მარკეტინგის კონფედერაციის მონაცემთა ბაზაში (https://www.pe-online.org/PUBLIC/MAATWERK/EMC/index.aspx), რაც მარტივს ხდის სტატუსის გადამოწმებას დამსაქმებლებისთვის თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის.

 EQF European Qualification Framework

თითოეული კვალიფიკაცია შესაბამისობაშია ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან EQF European Qualification Framework, რომლის მიზანია, შესატყვისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ცალკეულ ქვეყანაში გაცემული დიპლომის დონე და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო (National Qualification Framework) ერთიან ევროპულ სტანდარტთან. დაწვრილებით ევროპის საკვალიფიკაციო ჩარჩოს და მისი მნიშვნელოვნობის შესახებ იხილეთ ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://ec.europa.eu/education/lifelong-learning-policy/eqf_en.htm

 

 

დამატებით იხილეთ:

NIMA/EMC კვალიფიკაცია მარკეტინგში

ვისთვის არის NIMA/EMC კვალიფიკაცია?

კვალიფიკაცია Marketing Manager

კვალიფიკაცია Marketing Practitioner

პირობები და რეგისტრაცია

NIMA the Netherlands Institute of Marketing

EMC European Marketing Confederation

 

...NIMA/EMC კვალიფიკაციის მიღების შემდეგ საშუალება მომეცა, უფრო კომპლექსურ პოზიციაზე დამეწყო მუშაობა, როგორც კომუნიკაციების სპეციალისტსა და უკვე მარკეტოლოგს. დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული ცოდნით ძალიან ბევრი ახალი გამოწვევის დაძლევას შევძლებ მომავალშიც...

დიანა ჩომახაშვილი

Outreach Component Manager

USAID Good Governance Program in Georgia