NIMA / EMC Marketing Practitioner 

ვისთვის არის განკუთვნილი კვალიფიკაცია?

კვალიფიკაციის კანდიდატის გამოცდილების მიხედვით არსებობს ორი სახის მოსამზადებელი პროგრამა: Professional და Beginner

a. Professional

მოთხოვნები გამოცდილებასთან:

- მარკეტინგის ან მომიჯნავე (გაყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობა) სფეროში სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება

მოთხოვნები განათლებასთან:

- უმაღლესი განათლება/კვალიფიკაციის ამაღლება ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის სპეციალობით.

მოსამზადებელი პროგრამის მიმდინარეობა:

- საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება მიმდინარეობს ინდივიდუალურ ფორმატში და მოიცავს სისტემატურ შეხვედრებს მოდულების კოორდინატორებთან, შუალედურ ტესტირებებს, გენერალურ ტესტირებს თეორიული გამოცდის წინ, კონსულტაციებს სადიპლომო ნაშრომთან დაკავშირებით.

b. Beginner

მოთხოვნები გამოცდილებასთან:

- ნებისმიერ სფეროში (ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაცია, სამთავრიპო სტრუქტურა) მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება

- უმაღლესი განათლება

მოსამზადებელი პროგრამის მიმდინარეობა:

- პროგრამა მიმდინარეობს ლექციურ ფორმატში (100 აკადემიური საათი) და მოიცავს შუალედურ ტესტირებებს, გენერალურ ტესტირებას თეორიული გამოცდის წინ, კონსულტაციებს სადიპლომო ნაშრომთან დაკავშირებით.

 მოსამზადებელი პროგრამის სტანდარტი და შინაარსი

NIMA/EMC Marketing Practitioner კვალიფიკაციისთვის მოსამზადებელი პროგრამა იძლევა მარკეტინგის ფუნქციის ორგანიზებისა და კომპანიაში მისი პრაქტიკული რეალიზებისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნას და კომპეტენციებს.

პროგრამა მოიცავს შემდეგ მოსამზადებელ მოდულებს:

  • მარკეტინგის კონცეფციები, მარკეტინგული დაგეგმარება
  • გარემოს ანალიზი, კონკურენცია
  • მომხმარებლის ქცევა
  • ბაზრის კვლევა და ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზი
  • შიდა ორგანიზაციული ანალიზი
  • SWOT-ანალიზი
  • მარკეტინგული მიქსი და მარკეტინგული სტრატეგია
  • სასაქონლო პოლიტიკა
  • ფასწარმოქმნის პოლიტიკა
  • დისტრიბუცია
  • მარკეტინგული კომუნიკაციები და სარეკლამო მენეჯმენტი
  • ინტერნეტ-მარკეტინგი
  • საერთაშორისო მარკეტინგი
  • ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

 დეტალური პროგრამა

 გამოცდები და დიპლომები

NIMA/EMC Marketing Practitioner საკვალიფიკაციო გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ:

  • ივლისი
  • თებერვალი

წერითი გამოცდა ბარდება წინასწარ არჩეულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. პრაქტიკული გამოცდა (მარკეტინგული გეგმის პრეზენტაცია) მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

NIMA/EMC Marketing Practitioner

კვალიფიკაციის მისაღებად ბარდება ორი საკვალიფიკაციო გამოცდა:

- თეორიული (წერითი)- მოიცავს 30 სატესტო კითხვას და 3 ქეისს (თითოეულთან 5 სატესტო კითხვით) - სულ ჯამში 45 სატესტო კითხვა

- პრაქტიკული (მარკეტინგული გეგმის პრეზენტაცია და დაცვა) - მომზადების პერიოდში შემუშავებული მარკეტინგული გეგმის წარდგენა საგამოცდო კომისიის წინაშე.

ორივე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთვევაში კანდიდატი იღებს შემდეგ საბუთებს:

  • ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტის (NIMA) დიპლომი - NIMA A Marketing Practitioner
  • ევროპის მარკეტინგის კონფედერაციის (EMC) საკვალიფიკაციო მოწმობა EQF საფეხურის (მე-4) მითითებით - Marketing Practitioner

 



დამატებით იხილეთ:

NIMA/EMC კვალიფიკაცია მარკეტინგში

ვისთვის არის NIMA/EMC კვალიფიკაცია?

კვალიფიკაცია Marketing Manager

კვალიფიკაცია Marketing Practitioner

პირობები და რეგისტრაცია

NIMA the Netherlands Institute of Marketing

EMC European Marketing Confederation

 

...NIMA/EMC კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობა საქართველოშივე - ეს არის ქართული ბიზნესის განვითარებისთვის ერთგვარი პლატფორმა, რადგან ეს არის მარკეტინგის ევროპული მიდგომის დანერგვა საქართველოში და საერთაშორისო დონის მარკეტოლოგების გამოზრდა. NIMA-ს წარმომადგენლობა ჩემთვის მყუდრო და თბილი გარემოა ევროპული კვალიფიკაციის მისაღებად აქ, ჩემს ქვეყანაში...

ნინო სუბელიანი

HidelbergCement Caucasus

მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი