PR კომუნიკაციები მიმდინარეობს რეგისტრაცია

კურსი განკუთვნილია მათთვის ვინც დასაქმებულია და დაინტერესებულია გაიღრმავოს ცოდნა PR კომუნიკაციის მენეჯმენტში, მედია მონიტორინგსა და ინტერნეტ კომუნიკაციების მართვაში, და, ასევე მათთვის, ვინც ცდილობს პროფესიული საქმიანობა დაუკავშიროს საზოგადოებასთან ურთიერთობას.
ტრეინინგის მიზანია PR კომუნიკაციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება, იმ უნარების ჩამოყალიება და განვითარება, რაც ეფექტური და წარმატებული საქმიანობის საშუალებას იძლევა.

 

ტრენინგის წამყვანი

ბუბა ცირეკიძე ფლობს 15 წლიან გამოცდილებას მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში. მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერისა და PR კონსულტანტის პოზიციებზე როგორც ბიზნეს-სექტორში, ისე საერთაშორისო პროექტებში (Niccolo M Group Companies, GT Mobile, USAID, EU/TACIS და სხვა).

 

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • PR კომუნიკაციის საფუძვლები
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ადგილი ორგანიზაციულ სტრუქტურაში
  • PR კომუნიკაციის სტრატეგია, დაგეგმარება და განვითარება
  • Public Oppinion Polls
  • კამპანიის დაგეგმვა და მართვა
  • კომუნიკაციური აქტივობების ბიუჯეტირება
  • მედია ურთიერთობები
  • პროტოკოლი, ეტიკეტი და ჰოსტინგი (მასპინძლობა)
  • წერა მედიისთვის და ინტერნეტ საიტისთვის
  • პრეს-რელიზის წერა
  • Speechwriting
  • კრეატიულობა PR კომუნიკაციებში
  • სოციალური მედიის მართვა
  • კრიზისის მენეჯმენტი სოციალურ მედიაში

კურსის გავლის შემდეგ:

  • იპოვით ახალ PR იდეებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი სამუშაოს უფრო  ხარისხიანად, სწრაფად და კრეატიულად შესრულებაში;
  • დაინახავთ  PR  პროცესების ურთიერთკავშირს, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის თქვენს გადაწყვეტილებებს;
  • გაიზრდება თქვენი პირადი ეფექტურობა.

 

 

 

სატრენინგო პროგრამების შესახებ

ეფექტური გაყიდვების ტრენინგი

პერსონალის ეფექტური მენეჯმენტი

PR კომუნიკაციები

ეფექტური დისტრიბუცია/მერჩანდაიზინგი

ფინანსები მარკეტოლოგებისთვის  

ღონისძიებების მართვა - Events Management

ახალი პროდუქტის განვითარება (NDP)

გაყიდვების პრომოცია (Sales Promotion)

 

ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია

 

ტრენინგის ხანგრძლივობა - 3 სესია (9 აკადემიური საათი)

მონაწილეობის საფასური - 195 ლარი

ტრენინგის თარიღები - 21,23,25 თებერვალი, 19:00 - 22:00

ტრენინგის შემდეგ გაიცემა Marketing House Georgia-ს სერტიფიკატი

სარეგისტრაციო ფორმა


 

© 2012 Marketing House Georgia. ყველა უფლება დაცულია.

საიტზე ასახული მასალის გამოყენება წინასწარი შეთანხმების და ბმულის მითითების გარეშე აკრძალულია. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ინფორმაციისთვის.