| პერსონალის ეფექტური მენეჯმენტი - მიმდინარეობს რეგისტრაცია |
|
ტრენინგი განკუთვნილია საშუალო რგოლის ხელმძღვანე-ლებისთვის და საკუთარი ბიზნესის მფლობელებისთვის.
ტრენინგზე გამოყენებული უნიკალური პროფესიული ტესტი საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ საკუთარი მართვის სტილის დიაგნოსტირება და ანალიზი, მენეჯმენტის ეფექტური მოდელის ათვისებით კი, დახვეწოთ საკუთარი სამენეჯერო უნარ-ჩვევები, მოახდინოთ თანამშრომლების ადექვატური შეფასება და მოტივირება, გაზარდოთ განყოფილების მუშაობის შედეგიანობა და გააუმჯობესოთ ატმოსფერო გუნდში.
ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:
- ოპერატიულად მიიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, როგორც სტანდარტულ, ასევე, ახალ არასტანდარტულ სამუშაო სიტუაციებში.
- სწრაფად მოახდინოთ თანამშრომლის ადექვატურად მოტივაცია მისთვის როგორც სტანდარტულ, ისე, არასტანდარტულ სამუშაო გარემოში.
- სწორად შეაფასოთ თანამშრომლების მზაობა და შესაძლებლობები სხვადასხვა დავალების შესრულებისთვის და შესრულებისას.
ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოს.
|
ტრენინგის წამყვანი
ელენე გორდეევა, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, NIMA-ს სადიპლომო პროგრამების დირექტორი. 10 წელზე მეტია, მუშაობს ბიზნეს სწავლებისა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სფეროში. სხვადასხვა დროს უძღვებოდა სატრენინგო მომზადებას და ადამიანური რესურსების მენეჯმენტს კომპანიებში: "ელიტ ელექტრონიქსი", "ავერსი-ფარმა", "პროკრედიტ ბანკი", "ფინკა საქართველო". 2008 წლიდან უძღვება NIMA-ს სადიპლომო სწავლებას საქართველოში.
ტრენინგის ძირითადი საკითხები
თეორიული მასალის შესწავლისას თქვენ:
-
ეცნობით მართვის ოთხ განსხვავებულ სტილს, გამოავლენთ თითოეულისთვის ოპტიმალურ კონტექსტებს და დაინახავთ მართვის სტილის ცვალებადობის აუცილებლობასა და ეფექტურობას
-
ახდენთ თვითდიაგნოსტირებას - თქვენ გამოავლენთ თქვენთვის დამახასიათებელ ლიდერობის სტილს, გაანალიზებთ მისი გამოყენების შედეგებს და გამოავლენთ კონტექსტებს, სადაც სტილის შეცვლა უფრო მაღალი ეფექტის მომტანი იქნება
-
ახდენთ თანამშრომლების დიაგნოსტირებას - თქვენ აღმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ განასხვავოთ თანამშრომლები კონკრეტული კრიტერიუმებით, კერძოდ, დავალების შესასრულებლად პროფესიული მზაობით და მოტივაციით. შეძლებთ ამ კრიტერიუმებით სიტუაციის მომენტალურ დიაგნოსტირებას და, შედეგად, ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში მართვის და მიმართვის შესაფერისი სტილის შერჩევას
პრაქტიკუმი - თქვენ გეძლევათ საუკეთესო გარემო ლიდერობის ნაკლებად ჩვეული სტილების მოსინჯვისთვის, შეჩვევისთვის და პრაქტიკისთვის. შერჩეული ქეისების მეშვეობით თქვენ სწრაფად გადააქცევთ მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ უნარ-ჩვევად.
|
|

 |
სატრენინგო პროგრამების შესახებ
|
 |
ეფექტური გაყიდვების ტრენინგი
|
 |
პერსონალის ეფექტური მენეჯმენტი
|
 |
ეფექტური დისტრიბუცია/მერჩანდაიზინგი
|
 |
ფინანსები მარკეტოლოგებისთვის
|
 |
ღონისძიებების მართვა - Events Management
|
|
|
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე, დღეში 3 საათი, არასამუშაო დროს (19:00 - 22:00)
მონაწილეობის საფასური - 195 ლარი
საზაფხულო აქციის ფარგლებში - 145 ლარი
ტრენინგის შემდეგ გაიცემა Marketing House Georgia-ს სერტიფიკატი
სარეგისტრაციო ფორმა
|
|