ფინანსები მარკეტოლოგებისთვის მიმდინარეობს რეგისტრაცია

მარკეტოლოგებისთვის ფინანსურ საკითხებში კომპეტენტურობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი როგორც დღეს.

ტრენინგის მიზანია, მიაწოდოს მონაწილეებს ბიზნესის ფუნქციონირების ის ფინანსური პრინციპები, რომლებიც აამაღლებს მარკეტინგის განყოფილების მუშაობის შედეგიანობას ანალიზის, დაგეგმარების, პროგნოზირებისა და შეფასების ეტაპებზე და, როგორც შედეგი, ხელს შეუწყობს ბიზნესს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

მიღებული ცოდნა დაეხმარება მარკეტოლოგებს ისეთ საკითხებში, რო-გორიცაა:

** შიდა და გარე ანალიზის ეფექტური განხორციელება
** მარკეტინგის განყოფილების მუშაობის ფინანსური პროგნოზირება და შედეგების ანალიზი
** კომპანიის განყოფილებებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდა
** ფინანსური ინფორმაციის ანალიზი და მისი გამოყენება მარკეტინგის განყოფილებაში
** ფასდაკლებების სისტემის თავისებურებები და მათი ეფექტური გამოყენება გაყიდვების ზრდის მიზნით
** ფინანსური ანგარიშგების გამოყენება მარკეტინგულ საინფორმაციო სისტემაში
** მარკეტინგული საქმიანობის გადაყვანა ფინანსურ მაჩვენებლებში.

კურსი განკუთვნილია მარკეტინგისა და პროექტის მენეჯერებისთვის, საკუთარი ბიზნესის მფლობელებისთვის.

 


ტრენინგის წამყვანი 

ბესო ჩუბინიძე NIMA B Marketing Manager დიპლომის მფლობელია. დაარსების დღიდან უძღვება "ავერსი-ფარმას" მარკეტინგის დეპარტამენტს და უკავია მარკეტინგის დარგში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია.

ტრენერის მრავალწლიანი გამოცდილება საცალო და საბითუმო გაყიდვების დაგეგმარებასა და დისტრიბუციის არხების მენეჯმენტი უზრუნველყოფს რეალურ სამუშაო სიტუაციებზე აქცენტირებას და ხარისხიანი პრაქტიკული ქეისების გამოყენებას

 

ტრენინგის ძირითადი საკითხები

1. საგადასახადო კანონმდებლობის აქტუალური ასპექტები მარკეტინგში:

** დამატებითი ღირებულების გადასახადი
** მოგების გადასახადი
** გადასახადი დივიდენდზე
** საშემოსავლო გადასახადი

2. ფასნამატები, ფასდაკლებები და მოგება:

** თვითღირებულება
** ფასნამატი
** სარეალიზაციო ფასი
** რეალიზაციის ცვლილებები ფასდაკლების დროს (მოთხოვნის ელასტიურობა)
** ფასნამატის ცვლილებები ფასდაკლების დროს
** მოგების ცვლილებები ფასდაკლების დროს

3. მომგებიანობის მაჩვენებლები:

** მოგება ინვესტიციაზე
** მოგება რეალიზაციაზე

4. ინვესტიციის არჩევის კრიტერიუმები:

** ინვესტირებული თანხის ამოღების დრო
** მოგების კოეფიციენტი ინვესტირებულ თანხაზე
** ინვესტიციის სუფთა ღირებულება ანუ დისკონტირებული ნაღდი ფულის ნაკადი
** ინვესტირებული თანხის ამოღების შიდა კოეფიციენტი

5. პროექტების შეფასება.

კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ მარკეტინგულ დაგეგმარებაში ფინანსური პარამეტრების ოპტიმალურად გამოყენებას, სწორ ბიუჯეტირებას, მარკეტინგის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების გაანგარიშებას, მოგების სწორად განსაზღვრას და სხვა.

 

 

 

სატრენინგო პროგრამების შესახებ

ეფექტური გაყიდვების ტრენინგი

პერსონალის ეფექტური მენეჯმენტი

ეფექტური დისტრიბუცია/მერჩანდაიზინგი

ფინანსები მარკეტოლოგებისთვის  

ღონისძიებების მართვა - Events Management

ტრენინგის ხანგრძლივობა - 3 სესია (12 აკადემიური საათი)

მონაწილეობის საფასური - 195 ლარი

თარიღები: 14, 15, 16 მარტი (19:00 - 22:00)

ტრენინგის შემდეგ გაიცემა Marketing House Georgia-ს სერტიფიკატი

სარეგისტრაციო ფორმა


 

© 2012 Marketing House Georgia. ყველა უფლება დაცულია.

საიტზე ასახული მასალის გამოყენება წინასწარი შეთანხმების და ბმულის მითითების გარეშე აკრძალულია. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ინფორმაციისთვის.